ვიდეო:პოლიციელები ნაგავს ქუჩაზე ყრიან

ვიდეო:პოლიციელები ნაგავს ქუჩაზე ყრიან

14.10.2015 პოლიციის ოთხივე თანამშრომელი, რომელთაგან სამი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დღეს, კასპის ცენტრში ქუჩას ანაგვიანებდა. ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ფარულად გადაიღეს.

კანონის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება: ჯარიმდება მძღოლი 120 ლარით. ხოლო ჩვეულებრივ მდგომარეობაში 2-კგ-მდე ნაგვის დაგდება – 80 ლარით.

აღნიშნული ვიდეოს მიხედვით, დასაჯარიმებელია მძღოლი 120 ლარით, ხოლო ქვეითად მყოფი – 80 ლარით. ჯამში ბიუჯეტს 200 ლარი შეემატება.

წყარო

banner
წინა სტატიაშიმოლდოვას ექს-პრემიერი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი გაბაშვილი: თქვენი ამოცანაა წინ წასვლა და არა “აბაროტის” აღება (+ვიდეო)