ვიდეო:დაკავებულია კრიმინალური „ავტორიტეტები“

ვიდეო:დაკავებულია კრიმინალური „ავტორიტეტები“: ვიტალი იზგილოვა, რომან ლომთაძე - იგივე მუსუსა და შალვა ხუჩუა , მეტსახელად როკო

მოსკოვის პოლიციამ, ერთ-ერთ რესტორანში კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრისას 40-ზე მეტი დაჯგუფების ლიდერი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ელენა ალექსეევა ავრცელებს. როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფებების წევრებიდან ორი ე.წ კანონიერი ქურდი ეროვნებით ქართველია.
„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოსკოვის პოლიციამ ერთ-ერთ რესტორანში ორმოცზე მეტი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და აქტიური წევრი დააკავა, რომელთა შეკრების მიზანი მოსკოვში გავლენის სფეროებისა და ფულის ნაკადის გადანაწილება იყო“,-ნათქვამია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული კრიმინალური „ავტორიტეტები“ არიან : ვიტალი იზგილოვა, რომან ლომთაძე – იგივე მუსუსა და შალვა ხუჩუა , მეტსახელად როკო.

https://youtu.be/sjCsiVfr2Vc

banner
წინა სტატიაშისაქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ის NDI-ს კვლევას და მის შედეგებს ენდობა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის პროცესს შეაჩერებს