„ვიბრძოლებთ ისეთი სამყაროსთვის, სადაც აღარ იქნება მავთულხლართების, ომის, ბრძოლის, ტერორიზმის ადგილი”

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით ცივილიზებული სამყაროს წინაშე იგივე გამოწვევები დგას, რაც საბჭოთა ცივი ომის პერიოდში არსებობდა.

როგორც ხიდაშელმა ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტთან შეხვედრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველო იმ ოპერაციების ნაწილი იყოს, რომლის მიზანსაც უკეთესი სამყაროსთვის ბრძოლა წარმოადგენს.

„პირველ რიგში, მინდა მადლობის სიტყვებით დავიწყო პრეზიდენტ ტუსკის მიმართ, ევროკავშირის ამ ძალიან მძიმე კვირეებში რომ გამონახა დრო და ჩვენთან ერთად არის. საქართველოსთვისაც საკმაოდ მძიმე დღეები იყო ბოლო რამდენიმე დღე და თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, ბოლო 2 დღის განმავლობაში გენახათ საქართველო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში არის – ყველა თავისი პრობლემით, ოკუპაციის საკითხით გამოწვეული პრობლემებით, ყოველდღიური გასაჭირით, მაგრამ იმ სიმხნევით, რომლითაც ყოველი ქართველი დგას და ებრძვის იმ გამოწვევებს, რომელსაც დღევანდელი სამყარო გვთავაზობს. თქვენ იყავით ხურვალეთში და გქონდათ შესაძლებლობა 21-ე საუკუნეში გენახათ ახალი ბერლინის კედელი. დღეს საქართველოში ბევრს საუბრობენ გამყოფ კედლებზე და ეს არის სამწუხარო რეალობა. აქედან, სადაც ჩვენ ვდგავართ, სულ რამოდენიმე ათეულ კილომეტრში 21-ე საუკუნის მსოფლიოში, ევროპაში, აღმართულია მორიგი კედელი, როგორც ნიშანი იმისა, რომ ცივილიზებული სამყარო ჯერ კიდევ შორს არის ყველა პრობლემის მოგვარებისგან, რომ ცივილიზებულ სამყაროს იგივე გამოწვევები აქვს, რაც საბჭოთა ცივი ომის დროს ჰქონდა. დღეს ჩვენ ისევ ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ ევროპის შუაგულში საქართველოდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით ომია- უკრაინაში ომის ცხელი ფაზაა. ეს გამოწვევები ზუსტად იგივეა, რაც იყო რამდენიმე ათწლეულის წინ და გვეგონა, რომ ისტორიის ეს ფურცელი დავხურეთ. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ყოველი ჩვენგანისთვის, საქართველო იყოს ნაწილი ყველა იმ ოპერაციის, სადაც კეთილი ნების ადამიანებთან ერთად, ცივილიზებული სამყაროს მხარდამხარ ვიბრძოლებთ, ვიცხოვრებთ, ვიშრომებთ უკეთესი მომავლისთვის – სამყაროსთვის, რომელიც თავისუფალი იქნება დესპოტიზმისგან და ავტორიტარიზმისგან. ვიბრძოლებთ ისეთი სამყაროსთვის, სადაც აღარ იქნება ადგილი მავთულხლართების, ომის, ბრძოლის, ტერორიზმის“, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიდოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.2572 ლარი გახდა
შემდეგი სტატია“ბატონ ტუსკთან ძალიან კარგი, მეგობრული და გულწრფელი შეხვედრა შედგა”