ვეტერან ფეხბურთელთა გადაწყვეტილებას სპორტის მინისტრი გამოეხმაურა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვეტერან ფეხბურთელთა შეხვედრასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ვეტერანმა ფეხბურთელებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ და პრეზიდენტობის მსურველ ყველა კანდიდატს უნდა მოუსმინონ.

ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძის კანდიდატურას წარადგენენ, გადაწყვეტილება მათ არველაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
არველაძემ ვეტერან ფეხბურთელებს ფეხბურთის განვითარების საკუთარი 4-წლიანი გეგმა გააცნო, რის შემდეგაც მან შეხვედრა დატოვა.

შეხვედრაზე დარჩენილმა ვეტერანებმა კი ღია კენჭისყრით გადაწყვიტეს, რომ მხარი არველაძისთვის დაეჭირათ.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლო 7 თვეში საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაადვოკატის თქმით, გია სოსანაშვილი ადასტურებს, რომ საფრანგეთში სატელეფონო კონტაქტი მეგობრებთან ჰქონდა