ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებზე მიწის ნაკვეთებს არ არიგებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებზე მიწის ნაკვეთებს თბილისის შემოგარენში არიგებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება.

“ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეეფერება სიმართლეს, ემსახურება მხოლოდ უწყების დისკრედიტაციას და ცალკეული ადამიანების მიერ აგორებულ ჭორს წარმოადგენს. ყველას, ვისაც გაუჩნდება კითხვა ან ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოგვმართოთ ცხელი ხაზის მეშვეობით, 2 48 16 26 ან პირადად მობრძანდეთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში და მიიღოთ ამომწურავი პასუხი ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,, ვინ ხართ, საიდან გაჩნდით ასეთი უთავმოყვარეოები, ასეთი უზნეოები, გონებადახშულები”
შემდეგი სტატიაჯონდი ბაღათურია ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით აქციების გამართვას გეგმავს