ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ: “ბატალიონ ,,თეთრი გიორგის” მებრძოლების განცხადება წინა კვირას ტელეარხ “რუსთავი 2″-ზე ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა თავის შოუში გამოიყვანა ქალაბატონი მედეა იმნაიშვილი. ინტერვიუში ამ ქალბატონმა საზოგადოებას მოუთხრო თავისი ცხოვრების ისტორია, თუ როგორ ომობდა იგი აფხაზეთის ომში ,,თეთრი გიორგის” ბატალიონის რიგებში, როგორ ჩავარდა ტყვედ. როგორი მებრძოლი იყო და როგორ დაწვეს ომის შემდეგ მისი საბუთები ეროვნული გვარდიის სამმართველოში. რის გამოც, მას დღემდე არ აქვს ვეტერანის სტატუსი და სახელმწიფო მას არანაირ ყურადღებას არ აქცევს, როგორც ომის ვეტერანს. ამ ტელეგადაცემამდე ამ ქალბატონთან ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ ,,კვირის პალიტრაში” ( 06.05.2015), ჟურნალისტ სალომე გოგოხიას მიერ. სადაც იგი იგივე ამბებს ჰყვებოდა. ორივე სიუჟეტის მიხედვით საზოგადოებას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს არ აინტერესებს ომის ვეტერანთა ბედი და ასე უპატრონოდ ჰყავს მიტოვებული ტყვეობაში ნამყოფი ომის გმირი. გვინდა განვაცხადოთ შემდეგი: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის ამ ქალბატონს არასდროს მიუმართავს თავისი სტატუსის დასაკანონებლად. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა თეთრი გიორგის ბატალიონის წევრი. ამას ადასტურებს “თეთრი გიორგის” ბატალიონის ყველა მეომარი. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო ნაწილის წევრი და არასდროს მიუღია მონაწილეობა არც ერთ საბრძოლო მოქმედებაში საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ქალბატონი არის ავად ძალიან სერიოზული ფსიქოდაავადებით, რასაც ტყუილების მანია ჰქვია. მას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ამას ადასტურებს მისი უახლოესი ნათესავი, ეროვნული გვარდიის “თეთრი არწივის” ბრიგადის დაზვერვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი თამაზ იმნაიშვილი. მას შემდეგ, რაც ეს სიუჟეტები გავიდა ბეჭდურ და ციფრულ მედიაში. ნანუკა ჟორჟოლიანსაც და სალომე გოგოხიასაც დაუკავშირდნენ “თეთრი გიორგის” ბატალიონის მეომრები და ვიცე-პოლკოვნიკი თამაზ იმნაიშვილი. ორივე ჟურნალისტს აუხსნეს არსებული მდგომარეობა და სთხოვეს შეცდომის გამოსწორება. ცალსახად ვაცხადებთ, რომ საზოგადოება არის შეცდომაში შეყვანილი, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღანელობის, მისი თანამშრომლების და ომის ვეტერანთა კორპუსის დისკრედიტაციას და იმიჯის შელახვას იწვევს”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირიკოთთან ხორბლით დატვირთული მანქანა გადაბრუნდა
შემდეგი სტატია„ნატო-მ უნდა გააგრძელოს საქართველოს წევრობის სამომავლო პერსპექტივის დემონსტრირება“