ვერტმფრენი „სუპერ პუმა“ შსს-ს გადაეცემა

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მას, ძირითადად, სამაშველო სამსახური გამოიყენებს და, ასევე, გამოყენებული იქნება სასაზღვრო მონიტორინგისთვის.

გომელაურის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროსთან მუშაოება მიმდინარეობს.

კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა აღნიშნული თვითმფრინავის სტიქიის დროს გამოყენება, გომელაური აცხადებს, რომ „სუპერ პუმას“ დახლოებით 2 წლის განმავლობაში ტექნიკური დათვალიერება არ ჩატარებია და, შესაბამისად, ეს შეუძლებელი იყო.

„სტიქიის დროს ეს ვერტმფრენი გამოყენებული ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ იყო შესამოწმებელი. თითქმის 2 წელია, გაჩერებული დგას. მას ტექშემოწმება უნდა ჩაუტარდეს. შსს-ს ჰყავს ვერტმფრენები, თუმცა, იყო ღამე, წვიმდა, იყო მოღრუბლული და ქალაქის პირობებში ვერ იფრენდნენ. საფრთხე იყო ჩამოვარდნის, ვერ გამოვიყენებდით, ვერ გავრისკავდით ბიჭების სიცოცხლეს“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშისუბარი: საბოლოო სურათი, ალბათ, დღის ბოლოს გვექნება
შემდეგი სტატია„სამწუხაროდ იყო მსხვერპლი, რაც გამოწვეული იყო სტიქიის დიდი მასშტაბით და არა რეაგირების ხარვეზით”