ვერტმფრენების შეჯახება არგენტინაში – დაიღუპნენ ფრანგი ოლიმპიელები და ათამდე ადამიანი

150310044757__81533220_trioარგენტინის ჩრდილო-დასავლეთით ლა-რიოხუს პროვინციის დასახლებულ პუნქტ ვილია კასტელის მახლობლად, ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად დაიღუპნენ რეალითი შოუს გადასაღებად მიმავალი ფრანგი ოლიმპიელები და კიდევ 7  ადამიანი…

კატასტროფის შედეგად დაღუპულია 10 ადამიანი… მათ  შორის არიან  8 ფრანგი, 2012 წლის ოლიპიური ჩემპიონი ცურვაში ფრანგი ქალბატონი კამილ მიუფა, ამავე ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, ბოქსიორი ალექსის ვასტინი, იახტსმენი ქალბატონო ფლორანს არტო და 5 გადამღები ჯგუფის წევრები… დაღუპულია აგრეთვე ვერტმფრენების 2 არგენტინელი პილოტი…

სპორტსმენები რეალითი-შოუ ,,Dropped,,-ის გადაღებაში მონაწილეობისთვის მიემგზავრებოდნენ არგენტინის მაღალმთიანეთში… თავად ეს რეალითი-შოუ უკაცრიელ ადგილებში მონაწილეთა გამძლეობაზეა ორიენტირებული და მას ფრანგული ტელეკომპანია TF1 იღებს…

გავრცელებული ინფორმაციით ამინდი ფრენისთვის საკმაოდ კარგი იყო და რამ გამოიწვია ვერტმფრენების შეჯახება… მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აზმაიფარაშვილმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიანემცოვის საქმეზე კიდევ ორი ჩეჩენი დააკავეს