“ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე” – კალაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ფარულ ჩანაწერზე

ვიცე პრემიერი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე გაკეთებულ ფარულ ჩანაწერზე პირველ კომენტარს აკეთებს. მასალაში, სადაც რევაზ არველაძისა და უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტის გრიგორ სურკისის საუბარია ჩაწერილი, კახა კალაძის განცხადებით, სკანდალური არაფერია.

“სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე. ისინი აპელირებდნენ იმით, რომ თითქოს დაკავებული ადამიანის გამოშვებას ითხოვდნენ და მაშინ მიიღებდნენ მონაწილეობას. ის მოთხოვნა, რაც მათი მხრიდან იყო, ფაქტიურად გაქარწყლებული იყო. ამიტომ, ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ ხმა წაართვეს, რაც აბსოლუტური სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ჩანაწერში რევაზ არველაძე გრიგორი სურკისს დაკავებული დელეგატის გათავისუფლების სანაცვლოდ არჩევნების შედეგების აღიარების პირობას აძლევს.

banner
წინა სტატიაშიმახირ მამედოვი: „სოკარი“ მზად არის „გაზპრომს“ საქართველოში კონკურენცია გაუწიოს“
შემდეგი სტატიაპანკისის ხეობაში ომარ ბათირაშვილის გარდაცვალებას არ ადასტურებენ