ვერანაირი საგამოძიებო კომისია, ვერანაირი ზეწოლა და ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გვაიძულებს, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

QADAGვერანაირი საგამოძიებო კომისია, ვერანაირი ზეწოლა და ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გვაიძულებს, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა ეროვნული ბანკის ქმედებების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნა არ გამორიცხა.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ყველასთვის ცხადია, რომ ეს არის ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, რათა დახარჯოს სავალუტო რეზერვები.
“ყველასთვის ცხადია, ეს არის ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, რომ დახარჯოს სავალუტო რეზერვი. მე გავუმარტივებ ამოცანას ამ იდეის ავტორებს და ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას, გაფლანგვას. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. ის, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია და ხშირ შემთხვევაში დამღუპველი, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში არაერთხელ დადასტურებულა. მარტივად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სავალუტო რეზერვი არ არის ჩვენი ან ეროვნული ბანკის საკუთრება. ჩვენი ქვეყნის სავალუტო რეზერვი არის თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი შვილების მატერიალური დოვლათი, გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურად ფუნქციონირებას არაფერი ემუქრება. ეს არის გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში 90-იანი წლები არ განმეორდება არასდროს”,- განაცხადა ქდაგიძემ.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ვერანაირი საგამოძიებო კომისია და ვერანაირი ზეწოლა, ვერავინ დედამიზის ზურგზე ვერ აიძულებს ეროვნულ ბანკს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ამ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობას.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, რეზერვების ხარჯვა, არ არის პრობლემების გადაჭრის გზა.
“პრობლემების გადაჭრა არსი სხვაგან და ამაზე და სხვა ყველა დეტალზე მექნება საუბარი წლიური ანაგრიშის დროს, როდესაც პარლამენტში წარვსდგები”, – აღნიშნა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არსებული გამოწვევები მაქსიმალურად შეარბილოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ეს პროცესები მათთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს.
“რათქმაუნდა ვიზიარებთ იმ პასუხისმგებლობას, რამდენად მტკივნეულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ”, – აღნიშნა ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ნდობის მისაღებად უკვე წარდგენილია
შემდეგი სტატიადიდია ზეწოლა საქართველოს ეროვნულ ბანკზე–აზიმ სადიკოვი