ვენეციის კომისიაში გიორგი პაპუაშვილს მინდია უგრეხელიძე შეცვლის

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს ვენეციის კომისიაში მინდია უგრეხელიძე შეცვლის. ამის შესახებ დღეს, ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული ვიზიტის ფარგლებში წულუკიანს შეხვედრა ჰქონდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და მას გააცნო, თუ ვინ იქნებოდა გიორგი პაპუაშვილის შემცვლელი ვენეციის კომისიაში.

“საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილის შემცვლელად ვენეციის კომისიაში მინდია უგრეხელიძე დაასახელა”, – დასძინა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილი: ტერორსა და რეპრესიებს ველოდები 2016 წლის არჩევნებისთვის
შემდეგი სტატიაზუგდიდში წუხელ მაღაზია გაქურდეს