„ვგეგმავთ, სამთო ტურიზმის განვითარების კუთხით სპეციალური პროგრამა გავაკეთოთ“

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, უკვე დაგეგმილია რამდენიმე პროექტი როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სეზონის ტურიზმის განვითარებისთვის.

„ჩავატარეთ აქტიური კამპანია. მიზნობრივი 9 ბაზარი ავირჩიეთ საინფორმაციო კამპანიისთვის. ამას გარდა, დაახლოებით 200-ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი და 70-ზე მეტი ტურისტული სააგენტო ჩამოვიყვანეთ. მათთვის საინფორმაციო ტური ჩატარდა. ამას გარდა, გავაკეთეთ სპეციალური პროგრამა ზაფხულისთვის. იგეგმება ივენთები თბილისში, ბათუმში და მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, ვგეგმავთ სამთო ტურიზმის განვითარების კუთხით სპეციალური პროგრამა გავაკეთოთ, რათა ახალგაზდრობამ დაწყებითი სკოლის ასაკიდანვე შეიგრძნონ საქართველო. მასიური ლაშქრობების განვითარებას ვგეგმათ. ამაზე ვმუშაობთ არაერთ ადამიანთან, რომელიც ამ სფეროშია ჩართული. ასევე, ვმუშაობთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან, სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად. რაც შეეხება ზამთრის ტურიზმს, ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს დაგეგმილი. გათვალისწინებულია ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ზამთრის სეზონის კიდევ უფრო დადებითი ტენდენციების შექმნას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„მოგების გადასახადის რეფორმირება და მისი ესტონურ მოდელზე გადაყვანის განხილვა მიმდინარეობს“
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი დევნილების შესახებ გაერო-ს რეზოლუციას ქართული დიპლომატიის გამარჯვებად აფასებს