ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა ხვალ საღამოს აღდგება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ხვალ საღამოს გაიხსნება. როგორც “თაიმერს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენის ამორტიზებულ და მოძველებულ ქსელებს. შეცვლილ ქსელებზე მოეწყო ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდა შესაბამისი დიამეტრის ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალსადენის ახლით შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძე 700 მეტრს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. აგრეთვე მიმდინარეობს ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. ხვალ კი აღნიშნულ გზის მონაკვეთზე დაიგება მეორე ფენა ასფალტის საფარი.
მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ერთობლივად ახორციელებენ.

banner
წინა სტატიაში“ყველა ოპერატორი მაგათ კონტროლქვეშ იყო”- გედევან ფოფხაძე გიორგი კანდელაკს პასუხობს
შემდეგი სტატიავაზაგაშვილისა და მისი თანხმლები პირების მიმართ საკონტროლო გასროლა განხორციელდა