ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტმა უნდა დაადასტუროს მინისტრების ნდობის საკითხი

ხმალაძე

პარლამეტნში ამ დრომდე ელოდებიან პრეზიდენტისგან სამთავრობო გუნდის წარდგენას. გიორგი მარგველაშვილს ბოლო ვადა 8 მაისს ეწურება. შესაბამისად დაინიშნება რიგგარეშე სესიაც.

სავარაუდოდ, ეს პარასკევს ან შაბათს მოხდება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მთავრობის ახალი წევრების დანიშვნით მოხდა კადრების ჩანაცვლება და არა ხელახლა წარდგენა, რაც ლეგიტიმური პროცესია და პარლამენტისგან მხოლოდ ოფიცაილური იურიდიული დასტურია საჭირო.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი დანიშნა პრემიერმინისტრმა მინისტრებად და არა მოვალეობის შემსრულებლებად, მთავრობის არც ერთი წევრი არ არის მოვალეობის შემსრულებელი.

„პარლამენტმა უნდა დაადასტუროს მათთვის ნდობის საკითხი,“ – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი ზუგდიდში
შემდეგი სტატიაადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს