ვახტანგ ყოლბაია: არ უნდა მოვექცეთ რაღაც ისტერიაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების რატიფიკაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ვითარებაში მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა.

ვახტანგ ყოლბაია და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი, ამ წუთებში აფხაზეთის საკითხზე პრეზიდენტს ხვდებიან.

„ჩვენ ველოდებოდით. ამაში ახალი არაფერი არ არის, რადგან ეს ეგრეთ წოდებული პროცედურა გრძელდება. მთავარია, ჩვენ საკითხი არ ავიყვანოთ იმ რანგში, რომ მოვექცეთ რაღაც ისტერიაში, რომ რაღაც გაუგონარი ისტერია მივიღეთ,“ – განაცხადა ყოლბაიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მშვიდად და ფრთხილად გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დასავლეთის ქვეყნებთან, რათა პარტნიორმა სახელმწიფოებმა რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე დიმიტრი სანაკოევი და ვახტანგ ყოლბაია პრეზიდენტს ამ მოვლენებზე რეაგირებისათვის მათ რეკომენდაციებსა და ხედვებს გაუზიარებენ.

შეგახსენებთ, რუსეთის სათათბირო აფხაზეთთან გაფორმებული, ე.წ. ინტეგრაციისა და ალიანსის ხელშეკრულების რატიფიცირებას დღეს გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენმა ყველაზე მეტი რეკომენდაციით მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულებისა და შს სამინისტროებს მიმართა
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილის ცხედარს ხვალ სამების ტაძრიდან გამოასვენებენ