ვახტანგ კაპანაძე: ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას სამოქალაქო ორგანოები აწარმოებენ

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ბრიგადის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას სამოქალაქო ორგანოები აწარმოებენ.
როგორც გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვინაიდან შემთხვევა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არ მომხდარა, გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ ახორციელებს.
“პიროვნება მსახურობდა პირველ ბრიგადაში. თითოეული ახალგაზრდა სამხედროს დაღუპვა ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს. ვინაიდან ახალგაზრდა დაიღუპა არა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, გამოძიებას შესაბამისი სამოქალაქო ორგანოები აწარმოებენ”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
რაც შეეხება ჯარში თვითმკველობის შემთხვევებს, კაპანაძის განმარტებით, თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს რათა მსგავსი ფაქტები შემცირდეს.
კაპანაძის თქმით, ყველა დანაყოფში არის მოძღვრის ინსტიტუტი, ასევე შექმნილია საგანგებოდ ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც აწარმოებს ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციის მოკვლევას და გასცემს გარკვეული ტიპის რეკომენდაციებს.
საქართველოს შეირაღებული ძალების ჯარისკაცმა თავი მოიკლა. შემთხვევა თბილისში, გუშინ მოხდა. ჯარისკაცი ხიდიდან გადახტა. სამხედრო პირის მიერ სუიციდის ფაქტზე სამინისტრო დეტალებზე არ საუბრობს.

banner
წინა სტატიაშილაშა ბუღაძე–ყავარჯენი
შემდეგი სტატიაპროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 6 კანდიდატს შეარჩევენ