ვახტანგ კაპანაძე: ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს სადარაჯოზე

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

იქნება ბევრი ოფლი, ბევრი გაჭირვება, მაგრამ იქნება გამარჯვება, – ასე მიმართა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა , გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. კაპანაძემ თავდაცვის მინისტრთან ერთად ქართველ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დაარსების დღე მიულოცა. კაპანაძის განცხადებით, საქართველო თავის მიზანს მიაღწევს.
“ჩვენ, დასახული მიზნის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ვერ დაგპირდებით ვერც მე, ვერც ჩვენი თავდაცვის ხელმძღვანელობა დალხინებულ ცხოვრებას უახლოეს მომავალში. იქნება ბევრი ოფლი, ბევრი გაჭირვება, მაგრამ იქნება გამარჯვება თუ ერთად ვიქნებით, რადგან მართალ საქმეს ვაკეთებთ”, – აღნიშნა კაპანაძემ.
მისივე თქმით, 24 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა ქართული შეიარაღებული ძალები და ეს 24 წელი თავისი დატვირთული მოვლენებით, დატვირთული სიმძიმით, შეიძლება საუკუნეებს უდრიდეს.
“ჩვენ ეს გადავიარეთ და გავიტანეთ. ნათქვამია – კაცი ფასდება არა იმით თუ როგორ ეცემა, არამედ იმით თუ როგორ დგება და აგრძელებს გზას. ჩვენ ვდგავართ და მტკიცედ ვაგრძელებთ ჩვენ გზას დასახული მიზნისკენ და ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ. მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე, დაჭრილი მებრძოლების წინაშე და მინდა უდიდესი მხედრული მადლობა გადავუხადო თითოეული სამხედროს ოჯახის წევრს, რომელმაც საკუთარი ოჯახის წილი გაიღო ქვეყნის დასაცავად. ჩვენ ვემსახურებით ქვეყანას, ჩვენ არ ვმუშაობთ. ყველანი ვართ საქართველოს სადარაჯოზე”, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დასტაბილურდება სიტუაცია
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილისთვის სამთავრობო პროგრამის დეტალები უცნობია