ვახტანგ კაპანაძე: “სუპერ პუმას” ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, “სუპერ პუმას” ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
როგორც კაპანაძემ თავდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ მომსახურებასა და გამოყენებაზე.
“ჩემი ინფორმაციით, “სუპერ პუმას” ვერტმფრენები გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. შესაბამისად, შსს განახორციელებს მათზე როგორც მომსახურებას, ისე გამოყენებას”, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში“დაახლოებით მილიარდი-მილიარდ ასი მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისთვის, რომ უახლოეს ხანში საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილი ერთმანეთს ჩქაროსნული ავტომაგისტრალით შეუერთდეს”
შემდეგი სტატიაოჯახური ძალადობის ფაქტზე საქართველოში ამერიკისა და ირანის მოქალაქე დააკავეს