ვახტანგ კაპანაძე: ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების რაოდენობა 31-ს შეადგენს

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების რაოდენობა 31-ს შეადგენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტნაგ კაპანაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, 30 ქართველი სამხედრო ავღანეთში დაიღუპა, ერთი კი – კაპრალი დავითაია, რომელიც ავღანეთში დაიჭრა, საქართველოში გარდაიცვალა.
“დამერწმუნეთ, იქ მყოფი სამხედროები აღჭურვილი არიან საკმარისი ცოდნითაც და აღჭურვულობითაც იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამცირონ რისკი. თუმცა, შემცირება არ ნიშნავს რისკის გამორიცხვას. რთული რეგიონია, ცხელი წერტილია, შესაბამისად, მსგავსი შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არ არის”, -განაცხადა კაპანაძემ შეკითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ავღანეთში დისლოცირებულ ჯარისკაცებზე პატრულირებისას განხორციელებული ბოლო თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების ნორმები კიდევ უფრო გამკაცრდეს.
კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში 22 სექტემბერს დაიღუპა. მას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.

banner
წინა სტატიაში“სითი პარკის” მიერ ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის აკრძალვა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ხდება
შემდეგი სტატიამარტვილში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული ჭყონდიდობა აღინიშნება (ფოტო)