საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთში იმყოფება.
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ფილიპ ბრიდლავს შეხვდა.
გენერლებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.
ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა ასევე გამართა შეხვედრები “მტკიცე მხარდაჭერის” ოპერაციის სარდალთან, 4 ვარსკვლავიან გენერალთან, ჯონ კემპბელთან, აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორთან, ჯონ მიურეისთან და თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალთან, საფაკ გოკთან.