ვახტანგ გომელაური: 24 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ძებნა 24 ადამიანთან დაკავშირებით მიმდინარეობს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, ამ წუთებში არსებული მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი, ხოლო 24 დაკარგულად ითვლება და მიმდინარეობს მათი ძებნა.
“ნაპოვნ მანქანებში ადამიანები არ აღმოჩნდნენ. შესაძლოა, მანქანები გვირაბებში იყოს ჩატანილი, რომელიც სილით და ლამით არის სავსე. შესაძლებელია, მანქანები იყოს მტკვარში. გადანგრეულია ჯებირი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა საგანგებო შტაბის სხდომაზე, რომელშიც მინისტრები მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიმზიურის პარკთან ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: 12 გარდაცვლილიდან 11 იდენტიფიცირებულია