ვახტანგ გომელაური შს მინისტრის მოვალეობას 1 აგვისტომდე შეასრულებს

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დამტკიცებული ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას 1 აგვისტომდე შეასრულებს. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
“შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში მოვალეობის შესრულების ვადა 1 აგვისტო მეწურება. თუმცა, მინისტრის პირველმა მოადგილემაც შეიძლება შეასრულოს მოვალეობა, ვიდრე პრემიერ-მინისტრი არ დაასახელებს მინისტრს. მე შემიძლია მხოლოდ 1 აგვისტომდე შევასრულო შს მინისტრის მოვალეობა, 1 აგვისტოდან გადავდივარ უსაფრთხოების სამსახურში”, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრს 1 აგვისტომდე დანიშნავს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა ახალი ელჩები დანიშნა
შემდეგი სტატიაჰოლანდიელები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმს ატარებენ