ვახტანგ გომელაური: შალვა აბულაძის ძებნის ოპერაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

პოლიციელების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თითქმის დამთავრდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.
“ჯერ კიდევ გუშინ აღვნიშნე, რომ დანაშაულის ხელწერიდან გამომდინარე შეიძლებოდა, ყოფილიყო კავშირი ბორჯომსა და ვარკეთილში პოლიციელების თავდასხმასა და მკვლელობას შორის. მოგვიანებით ეს ვარაუდი დადასტურდა”, -განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, შალვა აბულაძის ძებნის ოპერაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.
“დადასტურდა, რომ ეს დანაშაული ამ ადამიანმა ჩაიდინა. გამოძიება თითქმის დამთავრდა. პროკურატურაზე ამაზე გააკეთებს განცხადებას”, – განაცხადა გომელაურმა.
რაც შეეხება პრემიერის მოწოდებას, შს სამინისტრომ გააქტიუროს მუშაობა, მინისტრი ამბობს, რომ ისინი ახლაც აქტიურად მუშაობენ.
“ჩვენ ახლაც აქტიურები ვართ, თუმცა უფრო და უფრო მეტად ჩავრთავთ სხვადასხვა დეპარტამენტებს. არ არის მარტო კრიმინალური პოლიცია, არის სუს-ის დეპარტამენტი, კონტრდაზვერვა”, – განაცხადა მინისტრმა და აქვე აღნიშნა, რომ ყველა ძალას გამოიყენებენ აღნიშნული საქმის გასახსნელად.

banner
წინა სტატიაშიეუთო საქართველოს რეკომენდაციიების შესრულებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს