ვახტანგ გომელაური: მოსმენები შსს-ს ეკუთვნის და თუ მას არ არ ექნება, მაშინ სად უნდა იყოს გასაღები?

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროდან გატანა ბევრ პრობლემას წარმოქმნის. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელის შეტანის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, მას არ ესმის შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა სხვაგან სად შეიძლება იყოს ე.წ. გასაღები.
“დაველოდოთ სასამართლოს პასუხს, თუმცა მოსმენები შსს-ს ეკუთვნის და თუ მას არ არ ექნება, მაშინ სად უნდა იყოს გასაღები? ეს ძალიან ბევრ პრობლემას წარმოქმნის, მითუმეტეს, როცა არის საქმეები, რომლებიც სწრაფად გადაწყვეტას საჭიროებას. მაგალითისთვის, გაგახსენებთ ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვის გატაცების ფაქტს. თუ არ იქნება რაღაც ბერკეტები, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მუშაობა. ძალიან ბევრი თემა გაფუჭდება, მათ შორის ტერორიზმთან, ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. მე არ ვიცი ვის როგორ ესმის ეს საკითხი, მაგრამ რთულია როცა დამოკიდებული ვიქნებით 5-6 და10 გასაღებზე”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
კამპანიამ “ეს შენ გეხება” ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღები შს სამინისტროში არ უნდა დარჩეს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: ვცდილობთ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ