“სხვადასხვა დარღვევა არის, აქედან გამომდინარე სპეცსამსახური თუ სასაზღვრო აღარ უშვებს და უკან აბრუნებს. ბევრი ჩამოდის ისე, რომ საბუთები არ აქვთ მოწესრიგებული” – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ვატხანგ გომელაურმა ვიზების რეგულაციებთან დაკავშირებით გააკეთა.
მინისტრმა შემთხვევა გაიხსენა, როცა ერთ-ერთმა პირმა არ იცოდა თუ რომელ ქვეყანაში იყო ჩამოსული.
ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ მათთან პრეტენზიებითა და შეკითხვებით მიდიან ელჩები, თუმცა, როგორც მინისტრმა განმარტა, გაცემული პასუხებით ელჩები კმაყოფილდებიან.
ეს განცხადება ვახტანგ გომელაურმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში” გააკეთა.