ვახტანგ გომელაური: გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ.
როგორც გიომელაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს.
“არის სხვადასხვა ინფორმაცია. სხვადასხვა ძალების მხრიდან რაღაც მცდელობები, მაგრამ არ დავუშვებთ იმას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს საქართველოში იგივე განმეორდეს”, – აღნიშნა გომელაურმა.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივიდეს და კონკრეტულ ინფორმაციაზე დეპუტატებთან ისაუბროს, გომელაურის თქმით, როცა აღნიშნულის საჭიროება იქნება, საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მივა.
“როცა საჭირო იქნება, აუცილებლად მივალ. თუ კონკრეტული ინფორმაცია არ გვექნება, იდეეების დონეზე საუბარი არ იქნება ნორმალური ჩვენი მხრიდან. როცა იქნება კონკრეტული ინფორმაცია, ვისაუბრებთ კიდეც და თუ საჭირო იქნება, სხვა ღონისძიებებსაც ჩავატარებთ”, – აღნიშნა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: გაზი ამ ეტაპზე არ უნდა გაძვირდეს
შემდეგი სტატიამთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს