ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ დესტაბილიზაციის მოწყობის მსურველ ძალაში მაინცადამაინც “ნაციონალურ მოძრაობას” არ გულისხმობს

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მსურველ ძალაში მაინცადამაინც “ნაციონალურ მოძრაობას” არ გულისხმობს.
როგორც გომელაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს სხვადასხვა ძალა, რომლებსაც არეულობა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში სურთ.
“ნაციონალური მოძრაობა” მე არ მიხსენებია. მე ვთქვი, რომ არის სხვადასხვა ძალა, რომელსაც არ დავაკონკრეტებ. მაინცდამაინც პარტიებს ნუ გულისხმობთ. მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა ძალა, რომელსაც სურს არეულობა არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან. იცით, რომ სირიაში ომია, არეულობაა სხვადასხვა ქვეყანაში. მაინცდამაინც პარტიას ნუ გაუსვამთ ხაზს. მე არ მიხსენებია “ნაციონალური მოძრაობა”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშისუხიშვილები იუბილეს უკრაინაში აღნიშნავენ და რუსეთში კონცერტებს აუქმებენ
შემდეგი სტატიაემზარ ჯგერენაია : სახელმწიფო ძარცვავს მოსახლეობას