ვარკეთილში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

ვარკეთილში ახალშობილი ნაგავსაყრელზე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა  ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ახალშობილი ერთ-ერთმა მოქალაქემ აღმოაჩინა, რომელმაც ამ ფაქტის შესახებ 112-ს აცნობა.

როგორც “თაიმერს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალშობილი გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშილონდონში ლიტვინენკოს საქმის განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიარუსთავში 25 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა