ვარდების მოედნიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში, ვარდების მოედნიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო. ხატი, ვარდების მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ სვეტიცხოვლიდან ჩამოაბრძანეს.

მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი, მღვდელმთავარი, მონაზონი და მრევლი მონაწილეობს. მსვლელობას წინ საეკლესიო დროშებით, მოძრაობა “დავითიანნის” ახალგაზრდები მიუძღვებიან. აწყურის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც სპეციალურ სადგამზეა მოთავსებული, ჩოხოსნები მიაბრძანებენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა ბესარიონ გუნიამ განაცხადა, აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, რადგან წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა იგი საქართველოში. ამ მსვლელობით, მორწმუნეები ღვთისმშობელს მფარველობას და შეწევნას შესთხოვენ.

მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

banner
წინა სტატიაშიბარაქ ობამამ ფინანსური დეკლარაცია გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაჩინეთის მიერ სამხრეთ-კორეის ზღვაზე აქტიურობები აშშ-ს შეშფოთებას იწვევს