ვანუატუ და რუსეთი უვიზო მიმოსვლას გეგმავენ

რუსული მედიის ცნობით, მომავალ კვირას მოსკოვში, ვანუატუს რესპუბლიკისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების  შეხვედრა იგეგმება, რომლის შედეგად ორ სახელმწიფოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი.

,,იმედი მაქვს ჩემი ვიზიტის დროს ხელი მოეწერება ორ სახელმწიფოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას, რაც ჩვენს ქვეყანაში მეტი რუსი ტურისტის შემოსვლას შეუწყობს ხელს,, განაცხადა ვანუატუას საგარეო საქმეთა მინისტრმა სატო კილმანამ

აღსანიშნავია, რომ კუნძული სახელმწიფო ვანუატუა, რომელიც 1980 წლიდან ითვლება დამოუკიდებელ ქვეყანად, მანამდე ფრანგულ-ინგლისურ კოლონიად ითვლებოდა და სულ 200 ათასამდე მოსახლეს ითვლის. მისი ეკონომიკის ძირითადი წყარო ქოქოსის კაკლის გაყიდვიდან შემოსული თანხაა…

ვანუატუამ ორიოდე წლის წინ, რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარების სანაცვლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

banner
წინა სტატიაშივინ გამოაშკარავა ობამას, პუტინის, მერკელის და სხვა ლიდერების პირადი მონაცემები?
შემდეგი სტატიაშეხვედრა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტთან