ვანის რაიონის სოფელ შუამთაში ბოროტმოქმედებმა მამფორიების ოჯახი დააყაჩაღეს

ვანის რაიონის სოფელ შუამთაში ბოროტმოქმედებმა მამფორიების ოჯახი დააყაჩაღესვანის რაიონის სოფელ შუამთაში ბოროტმოქმედებმა მამფორიების ოჯახი დააყაჩაღეს. სამი ნიღბიანი პირი სახლში იმ დროს შეიჭრა, როდესაც ცოლ-ქმარი მარტო იმყოფებოდა.

ოჯახის უფროსის თქმით, ერთ-ერთ თავდამსხმელს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. მძარცველებმა ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი აწამეს. ბოროტმოქმედებმა სახლიდან 5 ათასი ლარის და ძვირფასეულობის წაღება მოახერხეს.

მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიპაგონიანების ბეზპრედელი” ისევე უნდა აღიკვეთოს, როგორც “ქურდული სამყაროს” პარპაში” – ჯუმბერ კირვალიძე
შემდეგი სტატიამოძრაობა “დიდგორი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს