ვალერი პერმიაკოვს ფსიქიურ შემოწმებას ჩაუტარებენ

ვალერი პერმიაკოვს, რომელიც სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაშია ბრალდებული, ფსიქიურ შემოწმებას ჩაუტარებენ.

ექსპერტიზა უახლოეს პერიოდში დაინიშნება და ის რუსულ სამხედრო ბაზაზე ჩატარდება.

გავრცელებული ცნობით, სახაზინო ადვოკატის მიერ უარის თქმის შემდეგ პერმიაკოვის ინტერესებს სომხეთში მცხოვრები რუსი ადვოკატი იცავს, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება.

რუსმა ჯარისკაცმა ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი 12 იანვარს მოკლა. ყველაზე მცირეწლოვანი, 6 თვის ჩვილის გადარჩენას კი ექიმები ერთი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი მზად არის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სერგეი ლავროვს შეხვდეს
შემდეგი სტატიავინ შეცვლის ალექსანდრე ჭიკაიძეს?