ვალერი კვარაცხელია: საქართველო უღირს და უთავმოყვარეო სახელმწიფოდ გამოიყურება

საქართველო უღირს და უთავმოყვარეო სახელმწიფოდ გამოიყურება – ეს განცხება ”ნეიტრალური საქართველოს” ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ გააკეთა. მისი თქმით საკუთარი ღირსების განცდა უნდა გააჩნდეს პიროვნებას, ერს, სახელმწიფოს.

”პიროვნება თვითონ ავლენს და თვითონაა საკუთარ ღირსებასა და თავმოყვარეობაზე პასუხისმგებელი. რაც შეეხება ერსა და სახელმწიფოს, მას საკუთარი უფლება-მოვალეობანი დელეგირებული აქვს ხელისუფლებაზე, რომელსაც ირჩევს და რომელსაც ენდობა, რომ იგი ღირსეულად წარმოაჩენს ერისა და სახელმწიფოს სახეს. ღირსება და თავმოყვარეობადაკარგული ხელისუფლება ნიშნავს ღირსება და თავმოყვარეობადაკარგულ ერსა და სახელმწიფოს იქამდე, ვიდრე ერი და ხალხი ამგვარ ხელისუფლებას ჰგუობს…
უკრაინასთან დამოკიდებულებაში საქართველოს ხელისუფლება უთავმოყვარეოდ იქცევა და ღირსებადაკარგულად გამოიყურება. შესაბამისად უთავმოყვარეოდ და ღირსებადაკარგულად გამოიყურება ქართული სახელმწიფო, ანუ ქართველი ერი…
– უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა! – აცხადებს საქართველოს ხელისუფლება და მხარს კიევის ფაშისტურ ხუნტას უჭერს. უკრაინა თუ ჩვენი მეგობარია, დონეცკი, ლუგანსკი, დონბასი და, საერთოდ, აღმოსავლეთი უკრაინა ჩვენი მეგობარი არ არის? საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მეგობარი რომ იყოს, ის ორად გახლეჩილი უკრაინის შერიგების მოწოდებით გამოვიდოდა და არა – ერთი მხარის მხარდამჭერად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, უჭერს რა მხარს კიევის ფაშისტურ ხუნტას, უკრაინის მეგობარი კი არა, მტერი გამოდის, მაგრამ საქმე ამით რომ მთავრდებოდეს, კიდევ არა უშავდა…
მთელი უბედურება ისაა, რომ კიევის ხუნტა საქართველოს ხელისუფლების მიერ მათთვის გამოცხადებულ მეგობრობას დაცინვითა და სახეში შეფურთხებით პასუხობს, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბრალდებულ და ძებნილ სააკაშვილსა და მისი გუნდის წევრებს მაღალ თანამდებობებს ურიგებს და ქართული ხელისუფლების სამართლიან მოთხოვნას სააკაშვილ-ადეიშვილის ექსტრადიციის შესახებ, მტკიცე უარით პასუხობს…
აქ იწყება საქართველოს ხელისუფლების თავმოყვარეობისა და ღირსების თავზარდამცემი დეფიციტი. მათ არ ყოფნით არც ერთი და არც მეორე იმის სათქმელად, რომ საქართველოს ხელისუფლება აღარ ითანამშრომლებს კიევის ქართველი დამნაშავეებით დაკომპლექტებულ ხელისუფლებასთან…
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, სამწუხაროდ, კიევის ხუნტისა და ე.წ. ნაციონალური ხუნტის შემადგენელი ნაწილია და დირექტივებს, მათ მსგავსად, აშშ-დან იღებს. ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნაციონალური ბანდა არ უყვარს, არაფერს ცვლის, ის ვალდებულია დაემორჩილოს ამერიკული თამაშის წესებს და მანამდე ლოკოს საკუთარი გადაფურთხებული, ვიდრე ამერიკელები მათ ამგვარ მდგომარეობაში ყოფნას აიძულებენ…
საქართველოს ჰყავს უღირსი და თავმოყვარეობადაკარგული ხელისუფლება და ვიდრე მას ასეთი ხელისუფლება ჰყავს, მთლიანად ერიც და სახელმწიფოც უღირსად და უთვმოყვარეოდ გამოიყურება!”-აცხადებს კვარაცხელია.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2” მაუწყებლობას კიევიდან დაიწყებს?!
შემდეგი სტატიაგიორგი ჩოგოვაძე – ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ტურისტების რაოდენობაზე მოქმედებდა, სამწუხაროდ ისევ ძალაშია