ვალერი კვარაცხელია-ის იმედები, რაც „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლასთან იყო დაკავშირებული ქრება და ილევა

ვალერი კვარაცხელია-„ის იმედები, რაც „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლასთან იყო დაკავშირებული ქრება და ილევა“

პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ საქართველოში სავალუტო-საფინანსო კრიზისია და ხალხზე საკმაოდ ნეგატიურად აისახა პროდუქტის ფასების გაზრდა.
-„ეს ის მესამე წელია, რომელიც ივანიშვილის თქმით უნდა ყოფილიყო კარგი, ხოლო მეოთხე წელი-ძალიან კარგი. რამდენად კარგია ეს მესამე წელი და რამდენად საუკეთესო იქნება მომდევნო წელი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის.
საქართველოში სავალუტო-საფინანსო კრიზისია, რაც გამოხატულია ლარის კურსის ვარდნაში. ეს პროცესი იწვევს პროდუქციის გაძვირებას, ანუ იწვევს მოსახლეობის იმ აბსოლუტური უმრავლესობის გაღატაკებას, ვისაც შემოსავალი აქვს ლარში. შესაბამისად იწვევს მოსახლეობის იმ უმცირესი ნაწილის (ისედაც მდიდარი ფენის) გამდიდრებას, ვისაც კაპიტალი და შემოსავალი აქვს უცხოურ ვალუტაში.

რატომ ხდება ასე? რატომ არ ეხება ერთი და იგივე მოვლენა მოსახლეობის ყველა ფენას ერთნაირად?
ლარი თუკი მიბმულია უვხოურ ვალუტასთან (ამ შემთხვევაში, დოლართან), რატომ არის იგი დოლართან მიბმული საზოგადოების ერთი ნაწილისთვის (ბიზნე- ელიტისთვის) და რატომ არ არის მიბმული ხალხისთვის? ლარის მსყიდველობით უნარს მისი დოლართან მიმართება თუ განსაზღვრავს და, ასეთ შემთხვევაში, ბიზნესმენი ეუბნება სახელმწიფოს, – მე პროდუქცია დოლარით მაქვს შეძენილი და დოლარის კურსის შესაბამისად უნდა მივყიდო მოსახლეობასო, ხოლო სახელმწიფოსთვის ეს გასაგები და მისაღებია, ხალხი რატომ არ ეუბნება სახელმწიფოს, – ჩვენი ჯამაგირი და პენსია ვეღარ ყიდულობს იმდენ პროდუქციას, რამდენსაც ლარის კურსის დაცემამდე ყიდულობდა, ამიტომ ჩვენი ჯამაგირები და პენსიები გაზარდეთ იმ დონემდე, რა დონეზეც იყოო?

ხალხი ამას არ ამბობს იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეს სასაცილოდ არ ეყოფა, ანუ რა გამოდის, ბიზნეს-ელიტის არგუმენტი და ლოგიკა არგუმენტი და ლოგიკაა, ხოლო ხალხის არგუმენტი და ლოგიკა არა? ლარი თუ ხალხის საზიანოდაა დოლარზეა მიბმული, მაშინ რას წარმოადგენს და ვის სჭირდება ეს ლარი, საერთოდ? ლარი, რომელსაც ეროვნულ ვალუტას და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს ვუწოდებთ, მხოლოდ იმისთვის თუ არსებობს, რომ საფინანსო-სავალუტო მაქინაციების გამოყენებით ხალხის ძარცვის საშუალებად და მექანიზმად იქცევა, ძირს მაშინ ასეთი “ვალუტა” და “სიმბოლო.” მოგვეცით ის ჩვენი საცოდავი ჯამაგირები და პენსიები დოლარებში და მოგვაშორეთ მაქინაციების წყარო ლარი. რაო, არც ეს გყოფნით სასაცილოდ? კი ბატონო, იცინეთ. იცინეთ, რამდენიც გენებოთ, მაგრამ იცოდეთ, დადგება დრო, როდესაც ხალხი იტყვის, – ძირს ასეთი ხელისუფლებაც და ძირს ასეთი ყაჩაღური სისტემაცო. რა ბრძანეთ, ეს კიდევ უფრო სასაცილოა? ჰო, მართალი ხართ, სასაცილოა ხალხის სამართლიანი მოთხოვნა, სასაცილოა ხალხის გულისწყრომა, სასაცილოა ხალხის გასაჭირი. მაძღართათვის ყველაფერი სასაცილოა, მშივრებისთვის კი ყველაფერი სატირალია, მგრამ ვნახოთ ბოლოს რომელი გადასწონის, – მცირედთა სიცილ-ვარხარი თუ მრავალთა კვნესა-ცრემლები…
სამწუხაროა, რომ მომრავლდა აქციები, გამოსვლები და სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ის იმედები, რაც „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლასთან იყო დაკავშირებული ქრება და ილევა“.

banner
წინა სტატიაში“გამგებლების თავები დაიყრება” – ნოდარ ჯავახიშვილის სკანდალური ინტერვიუ
შემდეგი სტატია,,აშშ-ს არმია ყველაფერსზე წავა ბალტიისპირეთის დასაცავად,, აცხადებს ამერიკელი გენერალი