ვაკის პარკში ფეხბურთის ბილეთების რიგში ასობით გულშემატკივარი იმყოფება

ვაკის პარკში უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების რიგში ასობით გულშემატკივარი იმყოფება. ვაკის პარკში შექმნილია ჯგუფები და ბილეთების რიგებთან დაკავშირებით თვითორგანიზება ხდება.
ერთ ადგილზე ცოცხალი რიგში ბილეთის ყიდვის მსურველები ეწერებიან. ჟურნალში უკვე 1400-ზე მეტი პირია ჩაწერილი. როგორც ირკვევა, ისინი დაყოფილი არიან ჯგუფებად, ვაკის პარკის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიკრულია ფურცლები, სადაც აწერია ჯგუფების რაოდენობა და ჯგუფის ნომრის გარშემო შეკრებილი არიან გულშემატკივრები, რომლებსაც ბილეთების აღება სურთ. ცოცხალ რიგში ჩაწერა ამ წუთებშიც გრძელდება.
ვაკის პარკში იმყოფებიან ბილეთების შესაძენად რაიონებიდან ჩამოსული ფეხბურთის გულშემატკივრებიც.  ცოცხალ რიგში ჩაწერის დროს კამათიც მოხდა. ახალმოსული ამტკიცებდა, რომ იგი დიდი ხანია უკვე იქ იმყოფება. მისი თქმით, იგი ამ სიის გარეშეც მოიპოვებს ბილეთს და შევა სტადიონზე, რამაც გარშემომყოფების უკმაყოფილება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის პარლამენტმა ეკონომიკური რეფორმის ახალ პაკეტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაშსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავა