ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი დღეს დილიდან გახსნილია

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი

13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი დღეს დილიდან გახსნილია. მოძრაობა შესაძლებელია თამარაშვილის ქუჩიდან ხილიანის ქუჩის მიმართულებით, ასევე – პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა. მოძრაობა აღდგენილია ორმხრივად.
რაც შეეხება გზის დანარჩენ, პოლიციის შენობიდან გმირთა მოედნამდე, იქ კვლავ მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები.
ამასთან, როგორც თბილისის მერმა გუშინ სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისასწავლო წლის დაწყება პრემიერმინისტრმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის სკოლიდან მიულოცა
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე–”წლევანდელი წელი ჩვენთვის იქნება პედაგოგების წელი”