ვაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს.

“ღირსეული პარტნიორის” დახურვის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობიდან ესწრებიან.

სამხედროებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი, ხოლო ღონისძიების დასრულებისას დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი 5 ქართველ და 5 ამერიკელ სამხედროს სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებულ მედალიონებს გადასცემს.

ქართულ-ამერიკული სწავლებაში “ღირსეული პარტნიორი” 600-მდე ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიშიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს თბილისში აქციით აღნიშნავენ
შემდეგი სტატიარუსეთის იმპერიულმა მიდგომებმა რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა შეცვალა