„ვაზაგაშვილის სიკვდილს ეს ხელისუფლება გადაჰყვება,“ – ირაკლი წერეთელი

ამ წუთებში თბილისის პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, დროულად მოხდეს იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება.

იმ შემთხვევაში, თუ საქმის გამოძიება დროულად არ მოხდება, აქციის მონაწილეები პერმანენტულ და მასშტაბურ აქციებს გამართავენ.

პარლამენტთან აქციის მონაწილეები შკრებას ისევ განაგრძობენ.

„ვაზაგაშვილის სიკვდილს ეს ხელისუფლება გადაჰყვება,“- ეს განცხაება ირაკლი წერეთელმა გააკეთა.

ის მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდებს.

„ვინც ქართველია, არ აქვს მნიშვნელობა ევროპის, ამერიკის თუ რუსეთის მომხრეა, ყველა უნდა გავერთიანდეთ და გამოვიდეთ ქუჩაში. ყველა, ვისთვისაც კაცობა და ღირსება მნიშვნელოვანია, უნდა გამოვიდეს ქუჩაში და გააპროტესტოს მომხდარი. უნდა აღდეს სამართლინობა. თუ ეს საქმე მალე არ გაიხსნება, ხელისუფლება ამას გადაჰყვება,“ – აცხადებს ირაკლი წერეთელი.

banner
წინა სტატიაში„ასეთი რამ არც ერთ მაფოზურ ქვეყანაში არ მომხდარა“
შემდეგი სტატიავაზაგაშვილის ახლობლები “რუსთავი 2”-სა და “მაესტროს” პირდაპირი ეთერს სთხოვენ