“ვაზაგაშვილის საქმე რომ გაიხსნა უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტია”- გედევან ფოფხაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე, გედევან ფოფხაძე იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებური პირის დაკავების ფაქტს აფასებს.

დეპუტატი ფიქრობს, რომ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა კარგად იმუშავეს და გახსნეს საქმე, რომელიც ტეროტიზმის ნიშნებს შეიცავდა.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ძალოვნებმა მოახერხეს და მოკლე დროში გახსნეს საქმე. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი საქმე, შეიცავდა ტერორისტულ ნიშნებს, რომელიც საზოგადოების შეშინებას ისახავდა მიზნად. ამ საქმის გახსნა უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტია,”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიციალა ვაზაგაშვილი – პროკურატურას ვენდობი, რაც საჭიროა იმას აკეთებენ
შემდეგი სტატიასამართალდამცველთა ლიგა: ესაა სამართლებრივი სიბეცე და გაუგონარი ცილისწამება