ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი მკვლელობის მოტივზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს

პროკურატურას გია სოსანაშვილის დაკავების სრული საფუძველი ჰქონდა-გაგი მოსიაშვილი

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის წარმომადგენლებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

გაგი მოსიაშვილის თქმით, სოსანაშვილის დაცვის მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ იური ვაზაგაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე მელაძეების რძლის ახლობლებმა მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი აფეთქების დღეს სწორედ მელაძეების ოჯახში იმყოფებოდა. გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი თავად მადონა მელაძემაც გააკეთა.

ის სასაცილოს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას და აკონკრეტებს, რომ ის და იური ვაზაგაშვილი ახლო ნათესავები არიან.

banner
წინა სტატიაში“ხელფასს მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში იღებენ” – გია ვოლკსი საერთაშორისო ექსპერტებზე
შემდეგი სტატიაპრემიერმინისტრი საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლას ეხმაურება