ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რეფერენდუმით რუსეთთან შეერთებას გეგმავს…

ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რეფერენდუმით რუსეთთან შეერთებას გეგმავს..

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, მას გადაწყვეტილი აქვს,  რომ მოაწყოს ინიცირება  რეფერენდუმისა, რომლის შედეგებითაც სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციას შეუერთდება…ამის შესახებ მან ორშაბათს 19 ოქტომბერს, ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან განაცხადა.

,,დღევანდელი პოლიტიკური რეალობები ისეთია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, უნდა შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და მრავალი საუკუნის მანძილზე უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოება და აყვავება,, განაცხადა თიბილოვმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ,, რუსეთთან შეერთება საუკუნოვანი ოცნებაა სამხრეთ ოსეთის ხალხისა, რომელმაც ეს ოცნება ქართულ შოვინიზმთან და ფაშიზმთან დაპირისპირების 200 წლოვან ტანჯვაში გამოატარა,,

დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ზემოხსენებული რეფერენდუმის ჩატარებაში ჩართული იქნებიან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ფართო მასები, პოლიტიკური და საზოგადოებივი ორგანიზაციის ლიდერები… ხოლო რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე შემდგომი ნაბიჯები, რუსეთთან მჭიდრო კოორდინაციაში იქნება გადადგმული.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიავსტრალიელი პრემიერის კოლეგებმა გადადგომის შემდეგ პარლამენტში ღრეობა მოაწყვეს
შემდეგი სტატიაNATO-მ ათწლეულის უდიდესი წვრთნები დაიწყო…