ე.წ. სამხრეთ ოსეთის შსს-მ საქართველოდან იარაღით მომარაგება უარყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის შსს-მ საქართველოდან იარაღით მომარაგება უარყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის შსს-მ საქართველოდან იარაღით მომარაგება უარყოსამხრეთ ოსეთი საქართველოდან “გლუკის” ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებით მომარაგებას უარყოფს. რეგიონის ე.წ. შსს-ს მიერ გაკეთებული განცხადებით გავრცელებული ინფორმაცია იარაღის მოწოდების არხებთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება.

გამოცემა “Кавказский узел”-ის ცნობით საქართველომ 20 პირი დააკავა, რომლებიც “Глок-19” და “Глок-17”-ის, ასევე სხვა შეიარაღებით გორის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მომარაგებაშია ბრალდებული.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის შსს-ს ცნობით მათ მხოლოდ რუსული წარმოების იარაღები აქვთ.
“საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეალობას არ ასახავს და ჩვენ არანაირად არ გვეხება. საქართველოში შეუძლიათ ისაუბრონ სხვადასხვა ფაქტებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჩვენ გვეხება. არანაირი არხი საქართველოდან სამხრეთ ოსეთში არ არსებობს” – ნათქვამია დე-ფაქტო სამხრეთ-ოსეთის შს მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიHonda-მ 4,5 მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობის გამო
შემდეგი სტატიაპრინცესა შარლოტას ნათლობის ცერემონიის ფოტოები გამოქვეყნდა+foto