ე.წ მატროსოვის ციხესთან შეკრებილმა დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას მხარდამჭერებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.
“ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი, ბატონი ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას, მის გარეშე ვერ გადაუწყვეტია ხელისუფლებას რა გააკეთოს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, ბატონ ივანიშვილს სძინავს და ბუნებრივია მის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ვერ რისკავენ, დაელოდებიან ბატონ ივანიშვილის გაღვიძებას”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე უგულავას მხარდამჭერები დღეს დროებით იშლებიან და ხვალ სასამართლო პროცესზე 12:00 საათზე მივლენ.