ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლოს შემდეგ ხმაური იყო

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომის შემდეგ ხმაური იყო. კერძოდ, დღეს სასამართლომ დაკითხა პროკურატურის მოწმე კახა მისირელი, რომელიც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილეა.
მოწმის დაკითხვის შემდეგ ბრალდებულის ახლობლებმა მისი ჩვენება გააპროტესტეს. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის დამ, ირინა ცააძემ განაცხადა, პროკურატურას უნდა სცხვენოდეს, რადგან კახა მისირელი ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის არის ბრალდებული და მას მოწმედ იყენებს.
როგორც ბრალდებულ ცააძის დამ აღნიშნა, მისი ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობს კრიმინალების გამო. ცააძის დასთან ერთად უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამდნენ ბრალდებულების სხვა ახლობლებიც. ირინა ცააძის თქმით, ზეწოლა იმაში გამოიხატება, რომ მისი შვილი დაიბარეს პოლიციაში და გამორიცხული არ არის, რომ უკვე დაკავებულია და ნარკოტიკიც ჩაუდეს.
“მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, შეაჩეროს ჩემი ოჯახის დისკრიმინაცია. ჩემი შვილი დაიბარეს პოლიციაში, არც ვიცი უკვე დაკავებულია თუ არა და შესაძლოა ნარკოტიკიც ჩაუდეს. იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის მე და მამაჩემიც უნდა ვყოფილიყავით ციხეში, ესენი ყველა კრიმინალები არიან. ვიღაც ქურდებს არჩევინებენ საქმეს. ჩემი ძმა, რომელიც არის დამსახურებული პოლიციელი, ამ კრიმინალების გამო გამოამწყვდიეს. პროკურორებს არ სცხვენიათ, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს იცავენ. ჩვენ სად ვცხოვრობთ ვერ გაგვირკვევია. ივანიშვილმა თავი დაგვანებოს. მას შეხვედრაც ვთხოვეთ, თუმცა არ შემხვდა, ალბათ თვალებში ვერ ჩამხედავდა. დღეს მოიყვანეს მოწმე, რომელიც ქურდული სამყაროს წარმომადგენელია, ნარკოტიკების მომხარებელია, იგი დღეს ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა”, – განაცხადა ირინა ცააძემ.
რაც შეეხება დაკითხულ მოწმეს, კახა მისირელმა აღნიშნა, რომ სოდ-ის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მოწმემ ისაუბრა 2006 წლის 2 მაისს კორტების სპეცოპარციის დროს დაღუპულ ალექსანდრე ხუბულოვზე, კერძოდ, მოწმის თქმით, ხუბულოვმა მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ფირცხალავას ძმას, ლევან ფირცხალავას ნარკოტიკებთან ჰქონდა კავშირი. მისირელმა ისაუბრა კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავს ძმის, ლევან ფირცხალავას დაკავებაზეც.
რაც შეეხება ლევან ფირცხალავას ამ საქმესთან კავშირს, ბრალდების მხარის მტკიცებით, კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავამ შურისძიების მიზნით განახორციელა ალექსანდრე ხუბულოვის წინააღმდეგ, რომელმაც ბრალდების მტკიცებით, მისი ძმა ნარკოტიკებთან კავშირში ამხილა.
კახა მისირელი, როგორც ცნობილია, 2010 წლის 7 ივლისს ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძესთან და დავით გაგნიძესთან ერთად დააკავეს და ბრალად წარდგენილი აქვს ქურდულ სამყაროსთან კავშირი. ამ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი შეიქმნება
შემდეგი სტატიასერგეენკო – ე.წ. საზღვრის მონაკვეთების გადმოწვევა ვერანაირად ვერ იქნება განხილული საერთაშორისო კანონმდებლობის ჭრილში