როგორც ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე პროცესზე დაკითხვისას, ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მანქანაში მჯდომი ადამიანები, ყაჩაღობას აპირებდნენ.
მისივე თქმით, ინფორმატორი ამბობდა, რომ ყაჩაღობას ფუტურიძე, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი გეგმავდნენ. ირაკლი ფირცხალავს განცხადებით, მან აღნიშნულ პირებზე ინფორმაციის შეგროვება დაიწყო.
ირაკლი ფირცხალავამ სპეცოპერაციის დღეც გაიხსენა, მისი თქმით, ეჭვმიტანილის მანქანას აედევნენ, თუმცა საცობის გამო სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდნენ. მისივე თქმით, მან სროლის ხმა გაიგო, რის შემდეგაც გასცა ბრძანება, რომ პოლიციას სპეცრაზმისთვის მიეცა მუშაობის საშუალება.
კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ორი პირის მკვლელობის ორგანიზებასა და მტკიცებულებების გაყალბებაშია ბრალდებული.