ე.წ. კაბელების საქმის პროკურორი მოსამართლის შენიშვნას არასწორად მიიჩნევს

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს

შენიშვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ისეთი მტკიცებულება დაუშვა საქმეში, რომელიც არ არსებობს, არასწორია, – ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა წინა პროცესებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის შენიშვნის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, დავით ჯუღელმა აღნიშნა, რომ ექსპერტის დაკითხვის ოქმი, რომლის დასაშვებობის საკითხი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში დააყენა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი. პროკურორმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არსად არ არის საუბარი ექსპერტ დავით ამაშუკელის ჩვენების დასაშვებ მტკიცებულებად ცნობაზე.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არსად არ არის საუბარი ექსპერტ დავით ამაშუკელის ჩვენების დასაშვებ მტკიცებულებად ცნობაზე. ამის დასაშვებად ცნობაზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. დავით ამაშუკელი არის ექსპერტი და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა მოხვდა მტკიცებულებათა შორის. ამაშუკელი დაიკითხება მოწმედ სასამართლო პროცესზე. სააპელაციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილში რა მტკიცებულებებიც არის მითითებული, საქმეში ის არის დასაშვებად ცნობილი მოსამართლის მიერ. ტექნიკური ხარვეზი გაიპარა და სიტყვა “ოქმი” შეცდომით ჩაიწერა მოსამართლის გადაწყვეტილებაში, თუმცა სარეზოლუციო ნაწილში ტექნიკური ხარვეზი გამოსწორებულია. ამასთან, კანონი უშვებს იმას, რომ შესაძლებელია მოსამართლეს ტექნიკური შეცდომა გაეპაროს”, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
დაცვის მხარე კი აღნიშნულ ოქმზე, რომელიც მისი მტკიცებით პირველ ინსტანციაში არ ყოფილა წარდგენილი, საჩივრის მომზადებას აპირებს. დაცვის მხარის მტკიცებით, ოქმი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივარში ისე ჩადო, რომ პირველ ინსტანციაში არ წარუდგენია. შესაბამისად, იგი არაკანონიერი მტკიცებულებაა და უნდა გასაჩივრდეს.

banner
წინა სტატიაში„ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ მიზანს ემსახურებიან“
შემდეგი სტატიავანო კიღურაძე – “კომუნისტური” პარტიის წევრები იყვნენ გამოჩენილი, დიდი მეცნიერები და ეროვნული მოღვაწეები