ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლესთბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გირაოს გარეშე, დეპუტატების ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის , შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა. პროკურატურა კი, აღკევთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
ამასთან, ბრალდების მხარემ შესაბამისი შუამდგომლობის, პატიმრობის შეცვლის დაყენება მით ახსნა, რომ 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, ხოლო საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები; ასევე, დასრულებულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, შესაბამისად, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები შემცირებულია.
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები – ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ტაშით შეხვდნენ.
ამასთან, მოსამართლე დაცვის მხარის კიდევ ერთ შუამდგომლობას – ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს იხილავს.

banner
წინა სტატიაშიChristian Science Monitor: საქართველო ევროკავშირსა და ნატოში შესვლის იმედს კარგავს
შემდეგი სტატიადღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა–ალასანიას პირველი კომეტარი