ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება ქვეყანაში 90%-ით შემცირდა

საქართველოში ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება 90 პროცენტით შემცირებულია – სტატისტიკურ მონაცემებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო სახელმწიფო კომისიაზე დაყრდნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. ბიონარკოტიკის პრობლემაზე „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის“ მერვე სხდომაზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, “ბიონარკოტიკის” შემოტანა, უკანასკნელ თვეებში, თითქმის არ ფიქსირდება. კომისიის სხდომაზე, ნარკოტიკების მოხმარების შესამცირებლად, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებაზეც ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიISIS-ის ტერორისტებმა რუსი აგენტები 10 წლის ბავშვს მოაკვლევინეს
შემდეგი სტატიაპრემიერმა ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი მოინახულა