ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, ლელა ავლოხაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა გახდა

ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, ლელა ავლოხაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა გახდა

ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, ლელა ავლოხაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა გახდაექსპერტიზის მიერ ჩატარებული პირველადი დათვალიერებით დგინდება, რომ 43 წლის ლელა ავლოხაშვილი ვაგზლის მოედანთან, საკუთარ სალხში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, – ამის შესახებ “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით დადგინდა, რომ 43 წლის ქალბატონი ბუნებრივი სიკვდილით, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა.

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია 43 წლის ლელა ავლოხაშვილის შესახებ, რომელიც ვაგზლის მოედანთან, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ჩატარებული პირველადი დათვალიერებით დგინდება, რომ ლელა ავლოხაშვილი ბუნებრივი სიკვდილით, გულ-სიხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შედეგი 1 თვეში გახდება ცნობილი”, – აცხადებენ შსს-ში.
43 წლის ქალბატონი დღეს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარ სალხში გარდაცვლილი იპოვეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალბატონი მძარცველებმა საკუთარ სახლში გაგუდეს, ბინიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს.

banner
წინა სტატიაში“ქართუ ჯგუფი” ზუგდიდში რაგბის სტადიონის მშენებლობას გეგმავს
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი – არ ვიცით, მიიღწევა, თუ არა დაზავების შესახებ შეთანხმება მოსკოვში