ექსკლუზივი: წალენჯიხის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გამგეობის შენობასთან დაჭრეს?!

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა კვარაცხელია მუნიციპალიტეტის გამგეობის შესასვლელთან საფარიდან მძლავრი პნევმატური შაშხანიდან გასროლით დაჭრეს. ამის შესახებ საინფორმაციო ,,თაიმერს” ინფორმაცია თვითმხილველმა მიაწოდა.
ტყვია კვარაცხელიას ქვედა კიდურებში მოხვდა. სავარაუდოდ ტყვია ღრმად არის ორგანიზმში დარჩენილი და დაზარალებული თბილისში გადაიყვანეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული. წინასწარი ვარაუდოთ, გასროლა შესაძლებელია მერიის შენობის სახურავიდან ან ახლოს მდებარე მანქანის სალონიდან მოხდა. ექსპერტიზა ტყვიის ტრაექტორიას და მანძილს რბილ ქსოვილზე ტყვიის შესვლის და სიღრმის მიხედვით იკვლევს. დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. სროლა განხორციელდა ისეთი ადგილიდან, საიდანაც გამგეობის ვიდეო-სათვალთავლო კამრებს  წვდომა არ აქვს .თავად კვარაცხელიას ამ დრომდე მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

აღნიშნულ ინფორმაციაზე დეტალების გასარკვევად ,,თაიმერი” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგა გულორდავას დაუკავშირდა. გამგებლის ინფორმაციით ლაშა კვარაცხელია მართლაც დედაქალაქში იმყოფება თუმცა არა სამკურნალოდ.
,,რაღაც დაზიანება რომ მიიღო ვიცი, მაგრამ დაჭრა არ ყოფილა. თავად თქვა რაღაცას გამოვედეო. ახლა წალენჯიხაში არ არის დედაქალაქშია თუმცა საქმეებზეა და არა სამკურნალოდ. დღეს საღამოს დაბრუნდება”- განაცხადა გულორდავამ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყებაში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური მიხეილ სააკაშვილის გადადგომით დაინტერესდება